პროექტი
: ’’ ახალი წელი __
NEW YEAR ”
2012 წლის 21 დეკემბერს
ბავშვთა გასართობ ცენტრში
:,, სიმბა ‘’ გაიმართა
საახალწლო ღონისძიება
რომელშიც მონაწილეობა მიიღეს
მე-14 საჯარო სკოლის
3ბ კლასის
მოსწავლეებმა და მოხალისე
მასწავლებელმა ავსტრალიიდან ნო მაი ჩიმ.
პროექტის იდეა: საახალწლო ღონისძიებით მივულოცოთ
ახალი წლის დადგომა
№ 14 საჯარო სკოლის
მოსწავლეებს , პედაგოგებს და მშობლებს
მიზანი: 1. შემოქმედებითი აზროვნების
ჩამოყალიბების ხელშეწყობა
2.
მოზარდებში თანამშრომლობის განვითარების
ხელშეწყობა
მონაწილეთა ასაკი:
7-8 წელი / 3ბ კლასი
მოსალოდნელი პროდუქტი : საახალწლო
ღონისძიება
განხორციელების
გზები:
1. ინგლისური ენის პედაგოგის
მიერ შეირჩა საახალწლო
სიმღერები , ცეკვები და ლექსები რომლებიც
გაუნაწილა მოსწავლეებს.
2.მოსწავლეებმა განასახიერეს ინგლისურის
სახელმძღვანელოში “English World “
მოცემული პერსონაჟები: King Tub , Princess Bella ,
Pirate
Jack , Biffo & Mr
Jolly
3.სხვადასხვა
აქტივობების ერთ კომპოზიციურ სივრცეში
შეკვრა
4.მშობელთა ინიციატივითა
და მხარდაჭერით
ღონისძიება გაიმართა
ბავშვთა გასართობ ცენტრში
„სიმბა“
5.ტრანსპორტირების ხარჯებიც
მშობლებმა გაიღეს
რესურსები: 1. ფოლკლორული კოსტიუმების და სხვა თეატრალური
კოსტიუმების დაქირავება
2.სიდი პლეერი
და კომპაქტ დისკები საჭირო მუსიკის თანხლებით
3. გასართობი ცენტრი
„სიმბა’’
4. ვიდეო გადამღები, ციფრული ფოტოაპარატი.
პროექტის მსვლელობა: 1.მისალმება
2.სკეჩი წიგნის გმირების
მონაწილეობით3.საახალწლო ლექსები და სიმღერები
4.ხალხური ცეკვები:აჭარული,
რაჭული,მთიულური
5.“პრინცესა ბელამ“ შეასრულა საახალწლო სიმღერა
6. შესრულდა ასევე კლასიკური
მუსიკა ვიოლინოზე
ამავე კლასის მოსწავლის
მიერ
7.ღონისძიების სიურპრიზი: ნო მაიმ მოსწავლეებთან
ერთად შეასრულა
საახალწლო სიმღერა „Feliz Navi Dad” რომელიც მან თავად ასწავლა
მოსწავლეებსდა გადასცა მათ სამახსოვრო საჩუქრები ნიშნად
დიდი სიყვარულისა
და მადლიერებისა
8.მოსწავლეებმა გადაიღეს
სამახსოვრო სურათები
თოვლის ბაბუსთა , მშობლებთან და პედაგოგებთან ერთად და ძალიან
ბევრი იმხიარულეს
შედეგი: მოსწავლეებმა შეძლეს
ურთიერთ მხარდაჭერის და თანამშრომლობის წყალობით მოემზადებინათ და შეექმნათ
ერთობლივი პროდუქტი კონცერტის სახით. მათ გააღრმავეს
ურთიერთ მეგობრული დამოკიდებულება და ისწავლეს
საერთო საქმის მიმართ პირადი პასუხისმგებლობა.შედაგად მივიღეთ არა მხოლოდ შესანიშნავიად დადგმული და კომპოზიციურად
შეკრული ღონისძიება, არამედ მოსწავლეებმა საკუთარი
შემოქმედებითი და პიროვნული თვისებების ბრწყინვალე
დემოსტრირება გაგაკეთეს.
განხორციელების
ვადები: 10.12.2012-21.12.2012
პროექტის
ხელმძღვანელი:
ლელა იმნაიშვილი
ელ:ფოსტა:
lela.imnaishvili@gmail.com








No comments:
Post a Comment