Wednesday, February 11, 2015


კვლევა - პროექტი      Who   Wants  To Live  Forever 

კვლევის მიზანი:
 გაირკვეს ,რამდენად შეუძლიათ მოსწავლეებს  ჯანსაღი ცხოვრების  წესის  მთავარი   ასპექტებში   გარკვევა  და რას მიიჩნევენ  პრიორიტედად  ხანგრძლივი  სიცოცხლისათვის  .

ორგანიზება:  
       დაიგეგმოს ისეთი შეკითხვები, რომლებზეც  პასუხის გაცემა  მოგცვემს  თვანათლივ სუართს, თუ რას   აკეთებენ ჩვენი მოზარდები ხანგრძლივი და ჯანსაღის ცხოვრებისათვის
კვლევაში მონაწილეები:   
კვლევაში მონაწილეები:     მე-8 კლასის მოსწავლეები - სულ  60 მოსწავლე.
კვლევის მიზნის მიღწევის მიზნით შეირჩა ისეთი კითხვები, რომლებიც მოგვცემდა საშუალებას  გაგვეგო  თუ პრაქტიკულად რას აკეთებენ მოსწავლეები ამ მიმართულებით.


ასე გამოიყურება კითხვარი
1.        რა არის საშუალო  სიცოცხლის ხანგრძლივობა  თქვენი უფროსი თაობის წარმომადგენლებში( ბებიები, ბაბუები,დიდი ბებიები და ბაბუები)?
                     ა. 60-70 წელი          ბ.  70-80   წელი                  გ.  90 წლამდე                                               

2.      თქვენი აზრით, ხანგრძლივი  სიცოცხლე და ჯანსაღი ცხოვრება არის ერთმანეთთან კავშირში?
ა. კი                                                                ბ. არა
3.      აკეთებთ თუ არა დილის ვარჯიშებს?
ა. კი                                                                 ბ. არა
4.      როგორია თქვენი კვების რეჟიმი?რა პეიოდულობით მიიღებთ საკვებს?
ა.საუზმე,სადილი, ვახშამი ბ.ვჭამ, როდესაც მშია გ.არ ვვახშმობ მომატების შიშით

5. რა სახის პროდუქტები ჭარბობს თქვენს  კვების რაციონში? -
ა.ხილი, ბოსტნეული, ბ.ცომეულობა ,ტკბილეული გ. რძის პროდუქტები, ხორცის პროდუქტები,

6.      უყურებთ თუ არა ტელეგადაცემებს ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ?

ა. კი                                                            ბ.არა
7.       მისდევთ თუ არა რომელიმე სპორტს?
ა. კი                                                            ბ. არა
8.      სკოლაში ფეხით დადიხართ თუ ტრანსპორტით?
ა. ფეხით                                             ბ. ტრანსპორტით

9.      რამდენ დროს ატარებთ დღეში კომპიუტერთან და ტელევიზორთან?
ა. 2-3 საათს                                       ბ. 5-6 საათს
1.  რამდენი საათი გძინავთ დღე-ღამეში?
                 ა. 7 საათი                          ბ. 6 საათი                     გ. 8 -9 საათი            


   კვლევის ანალიზი.
კვლევის ანალიზი საჭიროა, რათა  კარგად წარმოჩინდეს , თუ რა მოსაზრება აქვს მოსწავლეებს ჯანსაღ  და ხანგრძლივ ცხოვრების შესახებ  და რა კავშირს ნახულობენ ამ ორი კატეგორიის შორის.ამ მიზნით შემოწმდა გამოკითხვის შედეგები,დავთვალე თითოეული პასუხი და გავარკვიე, თუ რამდენი მოსწავლე გამოკითხულთა შორის მიიჩნევს კავშირს ჯანსაღი და ხანგრძლივი  სიცოცხლის შორის.აგრეთვე დავითვალე, თუ რამდენი მოსწავლე მისდევს სპორტს, რამდენი მოსწავლე  ეცნობა ტელეგადეცემებს ჯანმრთელობის შესახებ, დავითვალე, რამდენ მოსწავლეს  სძინავს საშუალოდ 8-9 საათი( მოცემულ ასაკობრივ ჯგუფს  საშუალოდ უნდა სძინავდეს 9 საათი).
დათვლისა და ანალიზის შედეგად გამოვლინდა შემდეგი შედეგი:
1.      შეკითხვაზე-რა არის საშუალო  სიცოცხლის ხანგრძლივობა  თქვენი უფროსი თაობის წარმომადგენლებში? 27 მოსწავლემ   (45%) გასცა პასუხი- 60-70 წელი,27 მა მოსწავლემ (45%)- 70-80 წელია,6 (10%) მოსწავლემ-90 წლამდე.
2.      შეკითხვაზე-თქვენი აზრით, ხანგრძლივი  სიცოცხლე და ჯანსაღი ცხოვრება არის ერთმანეთთან კავშირში? 24 მოსწავლემ(40%) მიპასუხა - არის მჭიდრო კავშირში,36 მოსაწავლემ (60%)  ვერანაირ კავშირს ვერ ხედავს.
3.      შეკითხვაზე -აკეთებთ თუ არა დილის ვარჯიშებს? მხოლოდ 15(25%) მოსწავლემ მიპასუხა დადებიდად.
4.      შეკითხვაზე -როგორია თქვენი კვების რეჟიმი?რა პეიოდულობით მიიღებთ საკვებს? 27 მოსწავლემ(45%)  მიპასუხა, რომ საჭმელს ჭამენ, როდესაც შიათ და არანაირ საათობრივ განრიგს არ იცავენ, 27 მოსწავლე(45%) მიიჩნევს, რომ  მთავარია კარგად ისადილონ,და საერთოდ არ საუზმობენ, ხოლო ვახშამს ირიდებენ წონაში მომატების შიშით,6 მოსწავლე (10%) ჭამს ხშირად, 5-6 ჯერ, საათებს არ აქცევენ ყურადღებას.
5.      შეკითხვაზე- რა სახის პროდუქტები ჭარბობს თქვენს  კვების რაციონში -ხილი, ბოსტნეული, ცომეულობა,რძის პროდუქტები, ხორცის პროდუქტები, ტკბილეული? 27 მოსწავლემ(45%) უპასუხა- ცომეულობას და ტკბილეულობას ვანიჭებ უპირეტესობას.27(45%) მოსწავლემ მიპასუხა, რომ  ჭარბად მიოხმარს ხორცს, ხოლო 6 (10 %) მოსწავლემ უპირატესობა ხილს, ბოსტნეულს მიანიჭა.
6.      შეკითხვაზე-  უყურებთ თუ არა ტელეგადაცემებს ჯანმნრთელობაზე- მხოლოდ 15 (25%)მოსწავლემ მიპასუხა დადებიდათ.
7.      შეკითხვაზე- მისდევთ თუ არა რომელიმე სპორტს? 15 მოსწავლემ(25%) გასცა დადებითი პასუხი
8.      შეკითხვაზე-სკოლაში ფეხით დადიხართ თუ ტრანსპორტით- 54(90%) მოსწავლემ( გასცა პასუხი-ფეხით, ხოლო 6(10%) მოსწავლემ- ტრანსპორტით ან მშობლების მანქანით.
9.      შეკითხვაზე- რამდენ დროს ატარებთ დღეში კომპიუტერთან ან ტელევიზორთან-30 მოსწავლემ (50%)გასცა პასუხი-5-6 საათს, 30(50%) მოსწავლემ- 2-3 საათს.
.  შეკითხვაზე- რამდენი საათი გძინავთ დღე-ღამეში- 30 მოსწავლემ(50%) გასცა პასუხი- 7 საათი, 15 მოსწავლემ(25%)-6 საათი, 15 მოსწავლემ(25%)- 8 საათი.

კვლევის შედეგების დიაგრამები ასე გამოიყურება:

 როგორც გამოკითხვის დიაგრამიდან სჩანს , გამოკითხული მოსწავლეების მხოლოდ 66% აკავშირებს  ჯანსაღ ცხოვრების წესს სიცოცხლის ხანგრძლივობასთან. გამოკითხული მოსწავლეების 25% აკეთებს დილის ვარჯიშებს და მხოლოდ 15 % მისდევს სპორტს.შეკითხვაზე კვების რეჟიმზე -გამოკითხული მოსწავლეების  90 % არ იკვებება საათობრივად, 45% არ საუზმობს,ხოლო 45 % გამოკითხულებისა არ ვახშმობს საერთოდ.აქ დაიხატა საგანგაშო სურათი , სახეზეა მოზარდებში   კვების რეჟიმის  უხეში დარღვევები. არც ისე  სახარბიელო სურათია  კვების რაციონის მხრივაც. გამოკითხულის  45 % იკვებება ცომეულით და ტკბილეულით, 45% ძირითადად იკვებება ხორცის პროდუქტით, ხოლო 10% იკვებება ხილით, ბოსტნეულით და რძის პროდუქტით. გამოკითხული მოსწავლეების 50 % კომპიუტერთან და ტელევიზორთან ატარებს 5-6 საათს( ნორმად მიჩნეულია ამ ასაკობრივ ჯგუფში 2-3 საათი), რაც ორჯერ მეტია დაშვებული ნორმიდან., ხოლო 50 % ატარებს ნორმით განსზღვრულ დროს.რაც შეეხება ძილის საკითხს,მხოლოდ 25%  სძინავთ  ასაკობრივი ნორმიდან გამომდინარე , ხოლო 50 % მოსწავლეს სძინავს  დაშვებულ ნორმაზე გაცილებით ნაკლები  ხანგრძლივობა.ჩვენი აზრით  პროექტის დაგეგმვა, რომელიც დაეხმარებათ მოზარდებს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში მოაგვარებს  ზემოდჩამოთვლილ პრობლემებს.

                       პროექტი      Who   Wants  To Live  Forever .  აღწერა.

   პრობლემა  :  13-15   წელი ეს ის ასაკობრივი  ჯგუფია, როდესაც  ხდება  მნიშვნელოვანი  ცხოვრებისეული  თუ  ყოფითი  უნარ -ჩვევების ჩამოყალიბება-დამკვიდრება. მოზადრებში შრომის, სწავლის და  აქტიური დასვენების   საკითხის   შესწავლა არასრულყოფილია. პრობლემას წარმოადგენს ,თუ რამდენად არიან ჩვენი მოზარდები  გათვითცნობიერებულები  ჯანსაღი ცხოვრების  წესის  მთავარ   ასპექტებში და  ანხორციელებენ თუ  არა  რაიმე  აქტივობებს თავის ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამასთან  დაკავშირებით    მე-8 კლასებში  ჩავატარეთ  გამოკითხვა  იმის თაობაზე, თუ   საშუალოდ რა ასაკს  აღწევენ  მათი უფროსი თაობის  წარმომადგენლები-  დიდი ბებიები  და ბაბუები.  გამოიკვეთა  , რომ საშუალო   სიცოცოხლის ხანგრძლივობა  მათ   უფროს თაობაში   70-80 წელია, რაც  უფრო ხანმოკლეა , ვიდრე  წინაპრების  საშუალო ასაკი.  ჩვენ, ინგლისური  ენის  მასწავლებლებმა, გადავწყვიტედ   ღრმად  შეგვესწავლა ეს პრობლემა და  ჩაგვეტარებინა კვლევა-პროექტი სახელწოდებით” Who Wants To Live Forever”   ( გინდათ   ხანგრძლივად იციცხლოთ?). ამ  საკითხით  მით   უფრო  დავინტერესდით, რომ  ეროვნული სასწავლო გეგმით  გათვალისწინებული გრიფმინიჭებული სახელმძვანელოთი Top Score, 2   ისწავლება  ტექსტი  Live long Stay Strong ( ხანგრძლივად იცოცხლე და  შეინარჩუნე  სიძლიერე), რომელშიც  მოყოლილია  100 წლის  ასაკის ადამიანებზე სხავადასხვა ქვეყნებში.
მიზანი :    მე-8 კლასის  მოსწავლეებში   განხორციელდეს   ჯანსაღი  ცხოვრების  წესის  განმავითარებელი   და დამამკვიდრებელი  უნარები   და  მოხდეს   ამ მეტად აქტუალური  პრობლემის    როგორც  სასკოლო, ასევე  თემურ საზოგადოებაში პოპულარიზაცია.
სამიზნე ჯგუფი:  სკოლის მე-81 , 82  , 83 კლასების  60  მოსწავლე.
 ამოცანები:
1.    ამოცანა:  მე-8 კლასებში  დაიგეგმოს და  განხორციელდეს რიგი აქტივობებისა, რომლებიც  იქნება მიმართული   მოზარდ  თაობაში    ჯანსაღი  ცხოვრების წესის ხელშეწყობაზე და მათი გაცნობა საზოგადოების სხვადასხვა ფენებში:სკოლის მოსწავლეები,მათი მშობლები, სკოლის მასწავლებლები, თემი.
2.    ამოცანა : გამოკითხული იქნას  სპეციალისტები : ექიმი, ბიოლოგის და ქიმიის  მასწავლებლები, როგორც  კომპეტენტური  პირები   მოცემულ საკითხში. აგრეთვე გამოკითხული იქნან  სკოლის სზოგადოების წევრები იმის   თაობაზე ,თუ როგორ ესმით  ჯანსაღი ცხოვრება და რას აკეთებენ ამ მიმართულებით.
3.    ამოცანა : საინფორმაციო ფლაერის შექმნა  და მათი გავრცელება თემში. შემუშავდეს და შეიქმნას ფლაერი , რომელშიც ასახული იქნება  პროექტის შინაარსი, განხორცილებული ღონისძიებები  და  დაიგეგმოს  დამზადებული ფლაერების გავრცელება  მიმდებარე თემში.
4.    ამოცანა: .კედლის  გაზეთის  გამოცემა.ინგლისურ ენაზე შეიქმნას  კედლის გაზეთი, რომელშიც იქნება ასახული ამ აქტუალური თემის  მთავარი ასპექტები.

5.    ამოცანა :  ჩატარდეს  ფიზიკური კულტურის კვირეული. ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში  დიდ როლს ასრულებს  ფიზიკური  ვარჯიში. პროექტის მიმდინარეობის განმავლობაში   ჩატარდეს დილის გამამხნევებელი  ვარჯიშები.
6.      ამოცანა: შესწავლილი იქნას გამოკითხული საზოგადოების თუ კომპეტენტური პირების მოსაზრება და მათზე დაყრდნობით შეიქმნას პროცენტული და წილადი მაჩვენებლები მოცემულ საკითხზე და   დადგინდეს ,თუ  რას მიიჩნევს ჩვენი საზოგადოება პრიორიტეტად ამ მიმართულებით და რას მიმართვას   ამ უნარ-ჩვევების დასამკვიდრებლად ყოველდღიურ ცხოვრებაში.
        7.ამოცანა: შედეგების პრეზენტაცია:  პროექტის  შედეგების პრეზენტაც


განხორციელების გზები:

1.ამოცანა:  მე-8 კლასებში  დაიგეგმოს და  განხორციელდეს რიგი აქტივობებისა, რომლებიც  იქნება მიმართული   მოზარდ  თაობაში    ჯანსაღი  ცხოვრების წესის ხელშეწყობაზე და მათი გაცნობა საზოგადოების სხვადასხვა ფენებში:სკოლის მოსწავლეები,მათი მშობლები, სკოლის მასწავლებლები, თემი.
პასუხისმგებელი პირები:   
1.      ლ.იმნაიშვილი
2.      ნ.კანდელაკი
3.      ა. მარუაშვილი
2.ამოცანა : გამოკიტხული იქნას  სპეციალისტები : ექიმი, ბიოლოგის და ქიმიის  მასწავლებლები, როგორც  კომპეტენტური  პირები   მოცემულ საკითხში. აგრეთვე გამოკითხული იქნან  სკოლის სზოგადოების წევრები იმის   თაობაზე ,თუ როგორ ესმით  ჯანსაღი ცხოვრება და რას აკეთებენ ამ მიმართულებით.
პასუხისმგებელი პირები: .ინტერვიუების  ჩაწერა  სკოლის  მოსწავლეებთან  და  კომპეტენტურ  პირებთან
  ქართულ  და ინგლისურ  ენებზე:   ქეთი  და  ანი  სვანიძეები,  მარიამ  რობაქიძე  და
  მარიამ  კალანდაძე, რატი  მეგრელიშვილი  და  შოთიკო  ხურციკიძე,  მარიამ
  გოგელიძე  და  გიორგი  ბაბუაძე.საკითხის  ორგანიზებაში  მოსწავლეებს  დაეხმარებას
გაუწევს  ინგლისურის  მასწავლებელი:  ლელა  იმნაიშვილი
3.ამოცანა : საინფორმაციო ფლაერის შექმნა  და მათი გავრცელება თემში. შემუშავდეს და შეიქმნას ფლაერი , რომელშიც ასახული იქნება  პროექტის შინაარსი, განხორცილებული ღონისძიებები  და  დაიგეგმოს  დამზადებული ფლაერების გავრცელება  მიმდებარე თემში.
პასუხისმგებელი პირები: :გ.გავაშელაშვილი, ვ.ჭელიშვილი, ლ.ჩანქსელიანი, ხ.ხარაზიშვილი
   ა.გუჯეჯიანი,  ნ.ხარაიშვილი.  საკითხის  ორგანიზებაში  მოსწავლეებს  დახმარებას 
   გაუწევს  ინგლისურის  მასწავლებელი:  ნინო  კანდელაკი
4.ამოცანა: .კედლის  გაზეთის  გამოცემა.ინგლისურ ენაზე შეიქმნას  კედლის გაზეთი, რომელშიც იქნება ასახული ამ აქტუალური თემის  მთავარი ასპექტები.

პასუხისმგებელი პირები: გამოცემა:ნ.კაკაჩია, რ.ბრეგაძე, გ.მაღლაკელიძე, გ.ეფრემიძე,
    ა. გაგოშიძე, თ.მელქაძე, ლიკა. საკითხის  ორგანიზებაში  მოსწავლეებს  დახმარებას
   გაუწევს ინგლისურის  მასწავლებლები:  ნინო  კანდელაკი  და   ლელა  იმნაიშვილი.
5.ამოცანა :  ჩატარდეს  ფიზიკური კულტურის კვირეული. ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში  დიდ როლს ასრულებს  ფიზიკური  ვარჯიში. პროექტის მიმდინარეობის განმავლობაში   ჩატარდეს დილის გამამხნევებელი  ვარჯიშები.


პასუხისმგებელი პირები:   პროექტში ჩართული მე-8 კლასელები,საკითხის  ორგანიზებაში  მოსწავლეებს  დახმარებას
   გაუწევს ინგლისურის  მასწავლებლები:  ნინო  კანდელაკი  და   ლელა  იმნაიშვილი.

6.ამოცანა: შესწავლილი იქნას გამოკითხული საზოგადოების თუ კომპეტენტური პირების მოსაზრება და მათზე დაყრდნობით შეიქმნას პროცენტული და წილადი მაჩვენებლები მოცემულ საკითხზე და   დადგინდეს ,თუ  რას მიიჩნევს ჩვენი საზოგადოება პრიორიტეტად ამ მიმართულებით და რას მიმართვას   ამ უნარ-ჩვევების დასამკვიდრებლად ყოველდღიურ ცხოვრებაში.
პასუხისმგებელი პირები:   .დიაგრამების  შედგენა:  გ.ბაბუაძე, შ.ხურციკიძე, გ.ჩიკვაიძე, თ.წივწივაძე,
რ.მეგრელიშვილი, ქ.სვანიძე, ა.  სვანიძე, მ.გოგელიძე, მ.კალანდაძე, მ.რობაქიძე
 ა.ბრეგაძე.  საკითხის  ორგანიზებაში  მოსწავლეებს  დაეხმარებას  გაუწევს
 მათემატიკის  მასწავლებელი:  აზა  მარუაშვილი
7. ამოცანა:შედეგების პრეზენტაცია:  პროექტის  შედეგების პრეზენტაცია პასუხისმგებელი პირები:   
1. ლ.იმნაიშვილი
2. ნ.კანდელაკი

პროექტის შესრულების განრიგი:

ეტაპი
                         საქმიანობა
                                თვე
     I
 მე-8 კლასებში  დაიგეგმოს და  განხორციელდეს რიგი აქტივობებისა, რომლებიც  იქნება მიმართული   მოზარდ  თაობაში    ჯანსაღი  ცხოვრების წესის ხელშეწყობაზე და მათი გაცნობა საზოგადოების სხვადასხვა ფენებში:სკოლის მოსწავლეები,მათი მშობლები, სკოლის მასწავლებლები, თემი.
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
იანვარი
თებერვალი





    II
 გამოკითხული იქნას  სპეციალისტები : ექიმი, ბიოლოგის და ქიმიის  მასწავლებლები, როგორც  კომპეტენტური  პირები  მოცემულ საკითხში. აგრეთვე გამოკითხული იქნან  სკოლის საზოგადოების წევრები იმის   თაობაზე ,თუ როგორ ესმით  ჯანსაღი ცხოვრება და რას აკეთებენ ამ მიმართულებით.






    III
საინფორმაციო ფლაერის შექმნა  და მათი გავრცელება თემში. შემუშავდეს და შეიქმნას ფლაერი , რომელშიც ასახული იქნება  პროექტის შინაარსი, განხორცილებული ღონისძიებები  და  დაიგეგმოს  დამზადებული ფლაერების გავრცელება მიმდებარე თემში.






    IV
.კედლის  გაზეთის  გამოცემა.ინგლისურ ენაზე შეიქმნას  კედლის გაზეთი, რომელშიც იქნება ასახული ამ აქტუალური თემის  მთავარი ასპექტები.





    V
ჩატარდეს  ფიზიკური კულტურის კვირეული. ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში  დიდ როლს ასრულებს  ფიზიკური ვარჯიში. პროექტის მიმდინარეობის განმავლობაში   ჩატარდეს დილის გამამხნევებელი  ვარჯიშები.





    VI
შესწავლილი იქნას გამოკითხული საზოგადოების თუ კომპეტენტური პირების მოსაზრება და მათზე დაყრდნობით შეიქმნას პროცენტული და წილადი მაჩვენებლები მოცემულ საკითხზე და   დადგინდეს ,თუ  რას მიიჩნევს ჩვენი საზოგადოება პრიორიტეტად ამ მიმართულებით და რას მიმართვას   ამ უნარ-ჩვევების   დასამკვიდრებლად ყოველდღიურ ცხოვრებაში.





  VII
შედეგების პრეზენტაცია:  პროექტის  შედეგების პრეზენტაცია










          პროექტის   რესურსები/ბიუჯეტი
სამუშაოს/მომსახურების დასახელება
საცალო ღირებულება
რაოდენობა
მოთხოვნილი თანხა
დაფინანსების სხვა წყარო
სულ
1.     
აღჭურვილობა






კომპიუტერი






პრინტერი






მომსახურება






საკანცელარიო ნივთები






საბანკო მომსახურება






ვიდეო აღჭურვილობა







მოსალოდნელი შედეგები:
1.      მოზარდებში მოხდეს  მნიშვნელოვანი  ცხოვრებისეული  თუ  ყოფითი  უნარ -ჩვევების ჩამოყალიბება-დამკვიდრება.
2.      ჯანსაღი ცხოვრების  წესის  მთავარი   ასპექტების  გათვითცნობიებება
3.      ჯანსაღი  ცხოვრების წესის ხელშეწყობა და მათი გაცნობა საზოგადოების სხვადასხვა ფენებს, თემის  აქტიურად ჩართვა 
4.      მოზარდებში თვითშეფასების ხელშეწყობა

მონიტორინგი და შეფასება.
პროექტის მსვლელობას  დააკვირდება და მონიტორინგს აწარმოებს სკოლის დირექტორი ნ. ჩუბინიძე.

პროექტის ანგარიში.

დღე  1  .პედაგოგებმა :ლელა  იმნაიშვილმა,  ნინო  კანდელაკმა  აზა  მარუაშვილმა და  სკოლის მე-8 კლასელებმა შეიკრიბეს და დაგეგმეს განეხორციელებინათ პროექტი . მოსწავლეები   დაიყო მიზნობრივ  ჯგუფებად.
დღე 2. .დილის  გამამხნევებელი  ვარჯიშები:  მოხალისე  მოსწავლეებმა  და  სპორტის 
    მასწავლებელმა  გაკვეთილების  დაწყებამდე  20წთ.   ადრე  სკოლის  ეზოში
     გამართეს  დილის  გამამხნევებელი  ვარჯიშები.
დღე 3.
.მე-8  კლასის  მოსწავლეებმა   3  გაკვეთილის  შემდეგ   15 წთ.იან  შესვენებაზე
     და  6  გაკვეთილის  შემდეგ  ჩაწერეს  ინტერვიუ   სკოლის  მოსწავლეებთან:  
 ჟურნალისტი:    შოთიკო  ხურციკიძე                                       I   სართული
     ვიდეო  გადაღება:  რატი  მეგრელიშვილი 
ჟურნალისტი:    ქეთი  სვანიძე                                                    II    სართული
     ვიდეო  გადაღება:    ანი  სვანიძე                                             
 ჟურნალისტი:    მარიამ  გოგელიძე                                         III  სართული
    ვიდეო  გადაღება:    გიორგი  ბაბუაძე            
 ჟურნალისტი:    მარიამ  რობაქიძე                                          IV   სართული
    ვიდეო  გადაღება:    მარიამ  კალანდაძე                    
დღე  4. დილის  გამამხნევებელი  ვარჯიშები:  მოხალისე  მოსწავლეებმა  და  სპორტის 
     მასწავლებელმა  გაკვეთილების  დაწყებამდე  20წთ.   ადრე  სკოლის  ეზოში 
     გამართეს  დილის  გამამხნევებელი  ვარჯიშები.
2.      მე-8  კლასის  მოსწავლეებმა   ჩაწერეს  ინტერვიუ  
სკოლის   დირექტორთან:                                      ნონა  ჩუბინიძე
ჟურნალისტი:                                                           მარიამ  რობაქიძე 
ვიდეო  გადაღება:                                                    მარიამ  კალანდაძე  
                 
ბიოლოგიის  მასწავლებელთან:                           ქეთევან   ენდელაძე
ჟურნალისტი:                                                           ქეთი  სვანიძე 
 ვიდეო  გადაღება:                                                   ანი  სვანიძე                                             

ქიმიის  მასწავლებელთან:                                     ნატალია  გურეშიძე
ჟურნალისტი:                                                          ქეთი  სვანიძე
 ვიდეო  გადაღება:                                                  ანი  სვანიძე                                              

ფიზიკის  მასწავლებელთან:                                 ნანა  სვანიძე
 ჟურნალისტი:                                                         ანი  სვანიძე 
ვიდეო  გადაღება:                                                   ქეთი  სვანიძე                                              

დღე 5 . 1.დილის  გამამხნევებელი  ვარჯიშები: მოხალისე  მოსწავლეებმა  და  სპორტის 
     მასწავლებელმა  გაკვეთილების  დაწყებამდე  20წთ.   ადრე  სკოლის  ეზოში 
     გამართეს  დილის  გამამხნევებელი  ვარჯიშები.
3.      მოსწავლეებმა: ქეთი  სვანიძემ  და  მარიამ  კალანდაძემ  ინტერვიუ  აიღეს
ბავშვთა  პოლიკლინიკის  პედიატრისგან : ნანა  ომიაძისაგან  და  მიიღეს  საინტერესო
პასუხი  იმის  შესახებ , თუ  რა  არის  კარგი  იმისათვის  ,რომ  დიდხანს  ვიცოცხლოთ.
გამომდინარე  თავისი   სპეციალობიდან  ქალბატონმა  ნანამ  აქცენტი  გააკეთა  იმაზე,
 თუ  რამდენად  დიდი  მნიშვნელობა  აქვს  ბავშვობის ასაკში  სწორად  კვებას.

დღე 6. 1..დილის  გამამხნევებელი  ვარჯიშები: მოხალისე  მოსწავლეებმა  და  სპორტის 
     მასწავლებელმა  გაკვეთილების  დაწყებამდე  20წთ.   ადრე  სკოლის  ეზოში 
     გამართეს  დილის  გამამხნევებელი  ვარჯიშები.
2..ფლაერებზე  მუშაობა: მოსწავლეებმა:  გ.გავაშელაშვილი, ვ.ჭელიშვილი, 
     ლ.ჩანქსელიანი, ხ.ხარატიშვილი , ა.გუჯეჯიანი,  ნ.ხარაიშვილი  წარმოადგინეს
      ესკიზები,  არჩევანი  შეაჩერეს  რამოდენიმე  მათგანზე  და  გადაწყდა  მათი 
      დამზადება.
დღე 6.  სკოლის დირექტორის დახმარებით მოხდა ფლაერების ფერადი ვარიანტის დაბეჭდვა .

დღე 7. ფლაერების გავრცელდა თემში. ამ აქტივობაში აქტიურად ჩაერთო პროექტი ყველა მონაწილე მოსწავლე. მათ გაინაწილეს   ქუჩები  და გაავრცელეს დამზადებული ფლაერები  შემდეგ ქუჩებში: ავტომშენებელი, მესხი, ტოლსტოი, ვოლგოგრადი, ბელინსკი, ზ ჭავაჭავაძე, ბუკია, ლეჟავა, გ.ორბელიანი. მაცხოვრებლები დიდი ინტერესით შეხვდნენ ამ წამოწყებას , ჩავწერეთ შესაბამისი  რამოდენიმე ვიდეო .



დღე 8.  მე 8  კლასის მოსწავლეები შეიკრიბა და დაგეგმა კედლის გაზეთის გამოშვება. მათ  მოითათბირეს,თუ რა სახის იქნებოდა კედლის გაზეთი, როგორი დიზაინი ექნებოდა მას, რა სახის  პროკლამაციას თუ ინფორმაციას ჩაიტანდნენ მასში.
დღე 9. კედლის გაზეთის შეასაქმნელად  მოსწავლეებმა გააკეთეს შესაბამისი ფორმატის გაფორმება, ჩახატეს სურათები, მოიძიეს საჭირო ინფორმაცია.
დღე 10. კედლის გაზეთის პრეზენტაცია მოხდა  ინგლისური ენის მასწავლებლის ნ. კანდელაკის  და სკოლის დირაქტიროს ნ. ჩუბინიძეს  წინაშე .
დღე 11. მოსწავლეები  და მატემატიკის მასწავლებელი ა. მარუაშვილი შეიკრიბნენ და შეისწავლეს გამოკითხული  საზოგადოების  მიერ  გამოთქმული მოსაზრებები.
დღე 12.  დაიწყო მუშაობა პროცენტული და გრაფიკული  მაჩვენებლებზე. შედგინდა დიაგრამები, რომლებშიც თვანათლივ  აისახა  თუ რას მიიჩნევენ პრიორიტად გამოკითხული საზოგადოების წევრები  ხანგრძლი ცხოვრების წესისასთვის.

  განხორციელების მიმოხილვა
პროექტის  დაგეგმვისას  გაწერილი ყველა აქტივობა წარმატებით და  დროულად განხორციელდა დადგენილ ვადებში. მოზარდები დიდი  ინტერესით გამოეხმაურნენ ფიზიკური კულტურის კვირეულის ჩატარებას. ისინი იკრიბებოდნენ  3 კვირის განმავლობაში   გაკვეთილების დაწყებამდე 15 წუთით ადრე  და ასრულებდნენ დილის გამამხნეველ ვარჯიშებს.ერთი-ორჯერ ეს იყო რიტმული ვარჯიში მუსიკის თანხლებით.
ინტერვიუების ჩაწერისას  მოზარდებმა გამოავლენეს და განავითარეს ისეთი თვისებები, როგორიცაა თანამშრომლობა, გუნდური მუშაობის უნარი, დამოუკიდებლობა.
დიდი ენთუზიზმით და ინტერესით განახორციელეს მოსწავლეებმა საინფორმაციო ფლაერზე მუშაობა. ამ მუშაობაში მათ გამოავლინეს და ხელი შეუწყვეს ხელი  საკუთარი კრეატიულობის  განვითარების უნარს. ხოლო ფლაერების გავრცელების პროცესი საკმაოდ ორგანიზებულად მოხდა. გარდა მოსწავლეებისა  ამ აქტივობაში  აქტიურად ჩავერთეთ  მასწავლებლებიც. ლელა იმნაიშვილმა და ნინო კანდელაკმა  მიიტანეს ფლაერები  ახლომდებარე სკოლების დირექციებში და   გაუზიარეს მათ  საკუთარი  გამოცდილება.
წილადი და და გრაფიკული გამოსახულების შედგენისას  მოსწავლეებს  აქტიური დახმარება აღმოუჩინა მათემატიკის სპეციალისტმა  აზა მარუაშვილმა
მიღწეული შედეგები,  გადაჭრილი პრობლემა  და  შესრულებული ამოცანა.

პროექტის  განხორციელების შედეგად  მიღწეული იქნა მთავარი მიზანი: მე-8 კლასელებმა , როგორც სამიზნე ჯგუფმა,განავითარეს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამამკვიდრებისათვის საჭირო უნარ-ჩვევები.მოსწავლეებმა მეტი სიღრმისეულად შეისწავლეს ეს აქტუალური საკითხი და დიდი  პასუხისმგებლობით მოეკიდნენ  ყველა აქტივობების შესრულებას.გარდა ამისა, ამ პროექტმა დიდი გამოხმაურება პოვა თემში.საინფორმაციო ფლაერების გავრცელების აქტივობამ  მოგვცა საშუალება  მოსახლეობისათვის გაგვეზიარებინა ჩვენი საქმინაობის შესახებ.პროექტის განხორციელებისას მოხდა   მათემატიკის, სპორტის და ისტ-ის გამოყენება. უნდა აღინიშნოს  ის ფაქტიც, რომ პროექტის განხორციელებაში დიდი დახმარება გაგვიწია სკოლის დირექციამ, კერძოდ, სკოლის დირექორმა, ქ-ნმა ნონა ჩუბინიძემ. მან მოაგვარა ფერადი ფლაერების დაბეჭდვის საკითხი და დააფინანსა   500 ცალი ფლაერის  დამზადება. გარდა ამისა, მან თავის თავზე აიღო ამ პროექტის მონიტორინგის  და შეფასების საკითხიც.


                                        პროექტის ვიდეო და ფოტომასალები
1.    ინტერვიუების ჩაწერის ვიდეორგოლები  -12 ვიდეო
2.    კედლის გაზეთზე მუშაობის ასახვა - 1 ვიდეო,
3.    კედლის გაზეთის ამსახველი ფოტოები- 2 სურათი
4.    ფლაერებზე მუშაობის პროცესი -  1 ვიდეო
5.    ფლაერების გავრცელების ამსახველი ვიდეო- 5 ვიდეო
6.    Power Point Presentation  დამზადებული  პრეზენტაციისათვის
        









განხორციელებული  აქტივობების  მისამართები   youtube -ზე :
http://youtu.be/_lOkiqNT5rs   დიაგრამებზე მუშაობა
http://youtu.be/oQEygxPTBjc  აერობიკა
http://youtu.be/AyOchV-IqMk  ინტერვიუები
http://youtu.be/lIAbJb3lVNM    ფლაერების  გავრცელება
http://youtu.be/NVsNGGAaCEs   ფლაერებზე  მუშაობა
http://youtu.be/Od2LUeNV4r4  პოსტერზე  მუშაობა
http://youtu.be/s0XJPEdJ5yM http://youtu.be/F8O99iy_SNs  საინფ. შეხვედრა